მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლისთვის გადაიტანეს
მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლისთვის გადაიტანეს

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის არის გადატანილი. პირველობის მასპინძლად დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი იუჯინი (ორეგონის შტატი).

ჩემპიონატი 2021 წლის 6-15 აგვისტოს უნდა გამართულიყო. როგორც ცნობილია, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება 2021 წელს, 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გადაწყვიტეს და ის დაემთხვა ვადებით მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატს. ამიტომაც გადაწყდა მძლეოსნების მთავარი სტარტის 2022 წლისთვის გადატანა.

სავარაუდოდ, იგივე ბედი ეწევა საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ასევე ემთხვევა ზაფხულის თამაშებს.

მძლეოსნობასა და ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ იმართება.