მძლეოსნობაში 22 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა
მძლეოსნობაში 22 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა

ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მძლეოსნობის ტურნირზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა მამაკაცებს შორის 1500 მეტრზე რბენაში.

გულშემატკივართა უმრავლესობა თვალს ადევნებდა იომიფ კეჯელჩას გამოსვლას, რომელსაც გასულ კვირას სულ ცოტა დააკლდა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდამდე. მაგრამ 19 წლის ეთიოპიელმა თინეიჯერმა სამუელ ტეფერამ ბოლო 200 მეტრზე გაუსწრო თანამემამულეს და დისტანცია სამ წუთსა და 31.04 წამში დაფარა.

ეს დრო მსოფლიოს ახალი რეკორდია დახურული არენებისთვის. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ლეგენდარულ მაროკოელ ჰიშამ ელ-გერუჟს და ის 1997 წელს, შტუტგარტში იყო დამყარებული. ტეფერმა მაროკოელის რეკორდს 14 მეასედი წამი ჩამოაკლო.

აღვნიშნავთ, რომ შარშან ტეფერამ დარბაზში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ასევე ბირმინგემში იმართებოდა.