მძლეოსნობა | მონდო დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა #1TVSPORT
მონდო დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შვედმა ჭოკით მხტომელმა 6.30 მეტრი გადალახა.
ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა საკუთარი საუკეთესო მაჩვენებელი (6.29 მ) გააუმჯობესა და კარიერაში უკვე მე-14 მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა.
ტოკიოში მოპოვებული გამარჯვებით დუპლანტისმა ზედიზედ 33-ე ტურნირი მოიგო. ორ წელზე მეტია გასული, რაც შვედი მძლეოსანი ოფიციალურ ტურნირზე არ დამარცხებულა.
This is what 6.30m looks like btw, outrageous.
A 14th World Record for Mondo Duplantis.#WorldAthleticsChamps pic.twitter.com/09zT9zXvov
— The Olympic Games (@Olympics) September 15, 2025