მძლეოსნობა | არმან დუპლანტისმა მე-15 მსოფლიო რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
მძლეოსნობა | არმან დუპლანტისმა მე-15 მსოფლიო რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

შვედეთის ქალაქ უფსალაში გამართულ ტურნირზე (Mondo Classic) ჭოკით მხტომელმა არმან დუპლანტისმა 6.31 მეტრი პირველივე ცდაზე გადალახა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი კიდევ ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა. ამ შედეგით შვედმა სპორტსმენმა კარიერაში უკვე მე-15 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ეს დუპლანტისისთვის სამშობლოში დაფიქსირებული მეორე რეკორდია. ასევე აღსანიშნავია, რომ 26 წლის ათლეტმა ამ გამარჯვებით ზედიზედ 38-ე ტურნირი მოიგო.

პირველი მსოფლიო რეკორდი დუპლანტისმა 2020 წლის თებერვალში, პოლონეთის ქალაქ ტორუნში დაამყარა, როცა 6.17 მეტრი დაძლია. მას შემდეგ შვედი რეკორდს ეტაპობრივად, ყოველ ჯერზე ერთი სანტიმეტრით აუმჯობესებს.

დუპლანტისი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.