მცველი ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებიდან - „დინამო თბილისში“ ვარნის „სპარტაკის“ ფეხბურთელი ვარჯიშობს #1TVSPORT
მცველი ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებიდან - „დინამო თბილისში“ ვარნის „სპარტაკის“ ფეხბურთელი ვარჯიშობს #1TVSPORT

ვარნის „სპარტაკის“ 19 წლის მცველი ველისლავ ბოევი „დინამო თბილისში“ სინჯებზე იმყოფება, – ინფორმაციას ბულგარული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ვარნის „სპარტაკის“ მცველი ველისლავ ბოევი „დინამო თბილისში“ საცდელი პერიოდით გაემგზავრა. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაფრინდა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა და ამის შემდეგ გუნდს ანტალიაში შეკრებაზე შეუერთდება“, – წერია „სპარტაკის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ველისლავ ბოევი ვარჯიშობდა პლოვდივისბოტევისა“ და მოგვიანებით – რაზგრადის „ლუდოგორეცის“ საფეხბურთო აკადემიებში. 2019 წელს „სპარტაკის“ ახალაგზრდულ გუნდში გადავიდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2022 წლის 11 ივლისს „სლავიასთან“ მატჩში ჰქონდა.

ბოევი იყო ბულგარეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, ხოლო 2022 წლის სექტემბერში გამოიძახეს 21-წლამდელებში, რომლის შემადგენლობაშიც უნგრეთისა და სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან 23 და 27 სექტემბერს ამხანაგური მატჩები ჩაატარა.

შესაძლოა, ბოევმა 18 იანვარს თანამემამულების წინააღმდეგ ითამაშოს – „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს ბულგარულ კლუბთან, პლოვდივის „ლოკომოტივთან“ გამართავს.