მჭედლიძე „დინამოსთვის“ აღარ შეუტევს - კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა
მჭედლიძე „დინამოსთვის“ აღარ შეუტევს - კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა

თბილისის „ლოკომოტივთან“ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი მოთამაშე დააკლდა, რომელიც მის ლიდერად მოიაზრებოდა – გუნდი ლევან მჭედლიძემ დატოვა.

„ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა „დინამო“ დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თბილისის „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა, მაგრამ თავის გამოვლენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. 30 წლის ფეხბურთელმა გუნდის ფორმით სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა – შარშან ბათუმში „დინამოსთან“.