მბაპეს დუბლით საფრანგეთმა დანია დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში ერთმანეთს საფრანგეთი და დანია დაუპირისპირდნენ. პირველმა ტაიმმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და უფრო სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა ანგარიში არ გახსნილა — 0:0.
მეორე ტაიმი დანიამ უფრო აქტიურად დაიწყო და პირველი კუთხურებიც მოაწოდა, მაგრამ ანგარიში მაინც საფრანგეთმა გახსნა. მსოფლიო ჩემპიონების შეტევა კილიან მბაპემ 61-ე წუთზე გოლად აქცია და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა — 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ დანიელებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს და ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 68-ე წუთზე დანიელებმა კუთხური ჩამოაწოდეს და კრისტენსენმა თავური დარტმით ლორისის კარი აიღო — 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ ახლა უკვე ფრანგები გააქტიურდნენ და სულ უფრო სახიფათოდ უტევდნენ.
ფრანგების მორიგი შეტევა 87-ე წუთზე კვლავ კილიან მბაპემ დააგვირგვინა და დუბლი შეასრულა — 2:1 მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების სასარგებლოდ. არბიტრმა მეორე ტაიმს 6 წუთი დაამატა, მაგრამ ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საფრანგეთის ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა.
D ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 22.11.2022 | 17:00 | დანია-ტუნისი | 0:0 |
| I ტური | 22.11.2022 | 23:00 | საფრანგეთი-ავსტრალია | 4:1 |
| II ტური | 26.11.2022 | 14:00 | ტუნისი-ავსტრალია | 0:1 |
| II ტური | 26.11.2022 | 20:00 | საფრანგეთი-დანია | 2:1 |
| III ტური | 30.11.2022 | 19:00 | ავსტრალია-დანია | : |
| III ტური | 30.11.2022 | 19:00 | ტუნისი-საფრანგეთი | : |
| D ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 6-2 | 6 |
| 2 | ავსტრალია | 2 | 1 | 0 | 1 | 2-4 | 3 |
| 3 | დანია | 2 | 0 | 1 | 1 | 1-2 | 1 |
| 4 | ტუნისი | 2 | 0 | 1 | 1 | 0-1 | 1 |