მბაპეს არ აქვს საგოლე პასები მესისა და ნეიმარის მისამართით, არგენტინელმა ხუთჯერ გაატანინა კილიანს, ბრაზილიელმა - სამჯერ #1TVSPORT
მბაპეს არ აქვს საგოლე პასები მესისა და ნეიმარის მისამართით, არგენტინელმა ხუთჯერ გაატანინა კილიანს, ბრაზილიელმა - სამჯერ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს მიმდინარე სეზონში არც ერთი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია შეტევაში თავისი პარტნიორების მისამართით.

მბაპემ 2022-23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. აქედან ხუთი გოლი მან ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ შეაგდო, სამი – ნეიმარის პასით. ამასთან, თავად კილიანს არ ჰქონია შედეგიანი გადაცემა არგენტინელისა და ბრაზილიელის მისამართით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მესიმ სამჯერ გაატანინა ნეიმარს, ხოლო ამ უკანასკნელისგან ორი საგოლე პასი მიიღო.