მბაპემ „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა
მბაპემ „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ფეხბურთელი არ აპირებს პარიზელებთან კონტრაქტის გაფორმებას იმის მიუხედავად, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ამის დიდი სურვილი აქვს.

ცოტა ხნის წინ, პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ პარიზელები ნეიმართან, მბაპესთან და ანხელ დი მარიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის შესახებ.

ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე მიანიშნა, რომ არ არის დაინტერესებული პსჟ-ში ახალი სეზონის გატარებაში. „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უკვე იცის ამის შესახებ და პირადად აპირებს მბაპესთან დალაპარაკებას.

მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება და „რეალში“ მიაჩნიათ, რომ პარიზელები დათანხმდებიან ფეხბურთელზე ფასის დაწევას. ფორვარდი 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.