მბაპემ რეალ მადრიდს პირობები წაუყენა
მბაპემ რეალ მადრიდს პირობები წაუყენა

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი კილიან მბაპე წინააღმდეგი არ არის, კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელოს, – წერს გამოცემა ოკეი დიარიო (Ok Diario).

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 20 წლის ფეხბურთელმა უკვე გამოუცხადა სამეფო კლუბს, რომ გადავა სანტიაგო ბერნაბეუზე, თუ რეალის ახალი პროექტი მის გარშემო აეწყობა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ 34 ოფიციალურ მატჩში 30 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.