მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას ნეიმარის გაყიდვის თხოვნით მიმართა # 1TVSPORT
მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას ნეიმარის გაყიდვის თხოვნით მიმართა # 1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს სურს, რომ კლუბმა გაყიდოს ნეიმარი, – იტყობინება გამოცემა Get French Football News ჟურნალისტ რომაინ მოლინაზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, მბაპეს ე. წ. დაჯგუფება შარშანდელი სეზონის დასრულებიდანვე ითხოვდა ხელმძღვანელობისგან ბრაზილიელი ვარსკვლავის გაშვებას. ბოლო დროს, ფორვარდებს შორის დამოკიდებულება შესამჩნევად დაიძაბა. ამბობენ, რომ ნეიმარამდე მივიდა ჭორი იმის შესახებ, თითქოს მბაპე ცდილობს იმის მიღწევას, რომ ბრაზილიელი გუნდიდან გაუშვან. სწორეს ეს არის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობის ზრდის მიზეზი.

მბაპეს მიაჩნია, რომ ბოლო წლებში ნეიმარისგან ბევრი ისწავლა, მაგრამ ახლა ურჩევნია ლიონელ მესისგან ისწავლოს.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში „მონპელიეს“ (5:2) წინააღმდეგ, ნეიმარმა დუბლი შეასრულა და ახლა, ბრაზილიელს ახალი სეზონის სამ ოფიციალურ მატჩში ხუთი გოლი და სამი შედეგიანი პასი დაუგროვდა. „მონპელიესთან“ შეხვედრაში მბაპემ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ ფრანგ ფეხბურთელს ბევრი კრიტიკა შეხვდა იმის გამო, რომ საკმარისად არ იხარჯებოდა მოედანზე და ენთუზიაზმის გარეშე მოქმედებდა.