მბაპემ პოკერი 13 წუთში შეასრულა [ვიდეო]

საფრანგეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში, „პარი სენ-ჟერმენის“ ვუნდერკინდმა – კილიან მბაპემ გაიბრწყინა.
პარიზულმა კლუბმა „პარკ დე პრენსზე“ უშუალო კონკურენტი – „ლიონი“ გაანადგურა. მბაპემ  ოთხი გოლი გატანა  13 (!) წუთში – 61-ე, 66-ე, 69-ე და 74-ე წუთებზე შეძლო. კიდევ ერთი გოლი ამ მატჩში ნეიმარისა იყო – მან პენალტი მეცხრე წუთზე გამოიყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ პარიზელები 32-ე წუთზე მოედანზე ათნი დარჩნენ. პრესნელ კიმპემბეს გაძევების შემდეგ, 45-ე წუთზე, „ლიონი“ რიგებში ლუკა ტუსარი გააძევეს.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 27 შესაძლებლიდან 27 ქულით ლიდერობს. „ლიონი“  14 ქულით მეექვსე ადგილზეა. საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ეს პირველი შემთვევაა, როცა გუნდმა ჩემპიონატის პირველი ცხრა ტური, მიჯრით მოიგო.

დატოვე კომენტარი