მბაპემ ფედერერი სამი სიტყვით აღწერა

18:49, 28.11.2018

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამი სიტყვით აღწერა. 19 წლის ფრანგს შეკითხვა რადიო Tele Suisse-ის ეთერში დაუსვეს.

„მაგალითი, მისაბაძი, ლეგენდა“, – განაცხადა მბაპემ.

37 წლის ფედერერი დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონია, რაც ჩოგბურთის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

მსგავსი