მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიას სათავეში ჩაუდგა. სია CIES Football Observatory-ის კვლევითმა ცენტრმა შეადგინა.

CIES-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის, საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის ღირებულება 216.5 მილიონ ევროს შეადგენს. მბაპეს შემდეგ მოდის „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი, რომელიც 197.3 მილიონი ღირს. პირველ სამეულს „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთი ფორვარდი, ნეიმარი ავსებს. მისი ღირებულება 197 მილიონი ევროა.

CIES-ის ვერსიით ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების TOP10-ში ასევე შედიან:

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, 173 მლნ), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, 171,3 მლნ), ლიონელ მესი (ბარსელონა, 170,6 მლნ), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 164,6 მლნ), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი, 164,3 მლნ), დელე ალი (ტოტენჰემი, 163,4 მლნ) და ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 157,7 მლნ).