მბაპე შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს #1TVSPORT
MUNICH, GERMANY - MARCH 08: Kylian Mbappe of Paris Saint-Germain reacts during the UEFA Champions League round of 16 leg two match between FC Bayern München and Paris Saint-Germain at Allianz Arena on March 08, 2023 in Munich, Germany. (Photo by Alex Grimm/Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდეს.
როგორც გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბის სიაში შედის, თუ „იუნაიტედს“ შეიძენს კატარის შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანი.
ამ სეზონში 24 წლის მბაპემ ლიგა 1-ში 29 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მბაპეს მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა.