მბაპე სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია

11:36, 18.04.2020

ფრანგულმა გაზეთმა „ფიგარომ“ (Le Figaro) შეადგინა 10 მოთამაშის სია, რომლებმაც წლევანდელ სეზონში მინდორზე ყველაზე მაღალი სიჩქარის განვითარება შეძლეს.

რეიტინგს სათავეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ჩაუდგა, რომელმაც ერთ-ერთ მატჩში საათში 36 კილომეტრი სიჩქარით გაირბინა.

სრულად ამ სიას ასეთი სახე აქვს:

1. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 კმ/სთ

2. ინიაკი უილიამსი (ბილბაო) – 35,7 კმ/სთ

3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 35,5 კმ/სთ

4. ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი) – 35,27 კმ/სთ

5. კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი) – 35,21 კმ/სთ

6. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი) – 35,04 კმ/სთ

7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 35 კმ/სთ

8. კინგსლი კომანი (ბაიერნი) – 35 კმ/სთ

9. ალვარო ოდრიოსოლა (ბაიერნი) – 34,99 კმ/სთ

10. ნაჩო (რეალი) – 34,62 კმ/სთ

მსგავსი