მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატში აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გასულ თვეში კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საინტერესოა, რომ 22 წლის ფეხბურთელისთვის ასეთი ჯილდო კარიერაში მეექვსეა. ამგვარად, კილიან მბაპემ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი მოხსნა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ხუთჯერ იყო დასახელებული.