El Chiringuito TV – მბაპე „რეალში“ გადასვლაზე ოლისეს დარწმუნებას ცდილობს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპე ცდილობს, დაარწმუნოს ეროვნულ გუნდში თავისი თანაგუნდელი მაიკლ ოლისე, რომ მან დატოვოს „ბაიერნი“ და „რეალში“ გადავიდეს სათამაშოდ. ოლისე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს თავისი მომავლის განსახილველად. ამის შესახებ გამოაცხადა ინტერნეტტელევიზია El Chiringuito TV-მ.
წყაროს ცნობით, მბაპე იმედოვნებს, რომ ოლისე გააძლიერებს „რეალის“ შეტევის ხაზს. მსოფლიო ჩემპიონატზე ოლისე ტურნირის ლიდერია შედეგიანი გადაცემების (5) რაოდენობით, ხოლო მბაპე ექვსი გოლით საუკეთესო ბომბარდირია.
საფრანგეთის ნაკრები 1/8-ფინალში პარაგვაის შეხვდება.