მბაპე - მესისა და რონალდოს მსგავსი ფეხბურთელები ნახევარ საუკუნეში ერთხელ იბადებიან #1TVSPORT
მბაპე - მესისა და რონალდოს მსგავსი ფეხბურთელები ნახევარ საუკუნეში ერთხელ იბადებიან #1TVSPORT

კილიან მბაპემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მესისა და რონალდოს შესახებ ისაუბრა.

„ – მესიმ და კრიშტიანო რონალდომ დიდი ფეხბურთი დატოვეს. დადგება თუ არა მბაპესა და ჰალანდის ეპოქა?

– მესისა და რონალდოსნაირები ნახევარ საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ასეთი ეპოქაც ნახევარ საუკუნეში ერთხელ დგება, რომ ორმა ფეხბურთელმა ამდენი წლის განმავლობაში უმაღლესი დონე შეინარჩუნოს. მათი დამსახურებით ჩვენ გამორჩეულ ეპოქაში ვიცხოვრეთ.

ძალიან გამიმართლა და რონალდოს წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე ვითამაშე ჯერ მესის წინააღმდეგ და შემდეგ მასთან ერთად. ორივე მათგანი სრულიად გამორჩეული მოვლენაა. რონალდოსგან და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მესისგან ბევრი რამ ვისწავლე ამ ორი სეზონის განმავლობაში. მესი და რონალდო მარადიული ლეგენდები არიან – მათ ფეხბურთის ისტორია დაწერეს“, – განაცხადა კილიან მბაპემ.