მბაპე ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრებში შეიყვანეს #1TVSPORT
მბაპე ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრებში შეიყვანეს #1TVSPORT

ფრანგულმა გაზეთმა L’Équipe-მა გამოაქვეყნა 2024 წლის ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები.

11 რჩეულს შორის მოხვდა კილიან მბაპე, რომელმაც ზაფხულში დატოვა „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – ლუკა შევალიე (ლილი);

მცველები – აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში (ყველა – პსჟ), ვილფრიდ სინგო (მონაკო);

ნახევარმცველები – უსმან დემბელე, ვიტინია, ბრედლი ბარკოლა (ყველა – პსჟ), პიერ ლე-მელუ (ბრესტი);

ფორვარდები – ჯონათან დევიდი (ლილი), კილიან მბაპე (პსჟ/რეალი).