მბაპე ევროპის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია - რონალდუ TOP10-ში ვერ მოხვდა
მბაპე ევროპის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია - რონალდუ TOP10-ში ვერ მოხვდა

კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ ევროპის TOP5 ლიგების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას ითვალისწინებდნენ მოთამაშეთა ასაკს და მათი კონტრაქტების მოქმედების ვადას.

ლიდერი „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე გახდა. ის 218.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მეორე ადგილი „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდს ჰარი კეინს უკავია, მესამეზე პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი გავიდა.

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ღირებულებით მეშვიდეა, „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ მე-19 ადგილზეა.

TOP10 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია –

1. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 218,5 მლნ. ევრო
2. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) – 200,3
3. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) – 197,1
4. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 185,8
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ინგლისი) – 184,3
6. პაულო დიბალა (იუვენტუსი, პორტუგალია) – 171,9
7. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) – 171,2
8. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ბელგია) – 162
9. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ბრაზილია) – 157
10. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, გერმანია) – 156,1