მბაპე და კავანი სამი-ოთხი კვირა ვერ ითამაშებენ
მბაპე და კავანი სამი-ოთხი კვირა ვერ ითამაშებენ

საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ერთბაშად ორი ფორვარდი დაკარგა.

ბარძაყის ტრავმის გამო, ურუგვაელი ედინსონ კავანი დაახლოებით სამი კვირას გამოტოვებს, რის გამოც გაუცდება ჩემპიონატის ორი ტური და გამოტოვებს სანაკრებო პაუზას.

კიდევ უფრო რთული სიტუაცია აქვს კილიან მბაპეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა „ტულუზასთან“ მოგებულ (4:0) მატჩში მუხლის მყესები დაიზიანა და დიდი ალბათობით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც კავანი და არც მბაპე არ იქნებიან ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, რომელიც სექტემბრის შუაში გაიმართება.