მბაპე და კავანი „რეალთან“ მატჩს გამოტოვებენ
მბაპე და კავანი „რეალთან“ მატჩს გამოტოვებენ

ხვალ, 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „რეალს“ დაუპირისპირდება.

პარიზელების პრესსამსახურის ცნობით, კილიან მბაპე და ედინსონ კავანი მადრიდელებთან მატჩს გამოტოვებენ. ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში 20 წლის მბაპე და 32 წლის კავანი ტრავმის გამო ვერ იასპარეზებენ.

როგორც იტყობინებიან, ფეხბურთელები საერთო ჯგუფში ვარჯიშს კვირის ბოლოდან დაიწყებენ.