მბაპე „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
მბაპე „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საკუთარ გუნდს „ატალანტას“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარება, – იუწყება პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

პსჟ-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ექიმებმა დაასკვნეს, რომ მბაპე უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გამოვა, რადგან ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

2019/20 წლების სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 ბურთი და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი „ატალანტასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 12 აგვისტოს გაიმართება.

დატოვე კომენტარი