მაურო იკარდის არგენტინაში ავტომობილის მართვა 2099 წლამდე აუკრძალეს #1TVSPORT

23:54, 23.09.2026

მაურო იკარდის არგენტინაში ავტომობილის მართვა 2099 წლამდე აეკრძალა. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ამსახველი ვიდეოს გამოჩენის შემდეგ მიიღეს, – იუწყება Yahoo Sports.

კადრებში ჩანს, რომ 33 წლის არგენტინელი დახურული საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდება. მოძრაობის დროს მისი შეყვარებული ჩინა სუარესი უსაფრთხოების ღვედს იხსნის, ფანჯრიდან ძვრება და ავტომობილიდან წელამდე გარეთ გადის.

არგენტინის პოლიციამ დაადგინა, რომ იმ მომენტისთვის იკარდის მოქმედი მართვის მოწმობა არ გააჩნდა. როგორც იუწყებიან, მისი იტალიური მოწმობა ბუენოს-აირესში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში უნდა გადაეფორმებინათ და მოქმედების ვადა გაეგრძელებინათ.

ბუენოს-აირესის პროვინციის ტრანსპორტის სამინისტრომ ფეხბურთელი უხეშ დაუდევრობაში დაადანაშაულა, ვინაიდან მძღოლი პასუხისმგებელია ავტომობილში მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე.

მსგავსი