მაურო იკარდიმ „იუვენტუსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა
მაურო იკარდიმ „იუვენტუსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

მილანის „ინტერის“ ფორვარდმა მაურო იკარდიმ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „იუვენტუსთან“. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ „ლა გაზეტა დელო სპორტის“ (La Gazzetta dello Sport) ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა.

წყაროს ცნობით, 26 წლის არგენტინელის შეთანხმება ტურინელებთან ხუთწლიანია, ხელფასი კი წელიწადში რვა მილიონი ევრო იქნება.

„ინტერი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობს იკარდის მოშორებას. არგენტინელი ფორვარდით ასევე დაინტერესებულები არიან „რომა“, „ნაპოლი“ და „მონაკო“.

გასულ სეზონში იკარდიმ სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.