მაურო იკარდი და ვანდა ნარა კორუფციაში არიან ეჭვიტანილნი #1TVSPORT
მაურო იკარდი და ვანდა ნარა კორუფციაში არიან ეჭვიტანილნი #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი მაურო იკარდი და მისი ცოლი ვანდა ნარა მორიგ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩდნენ.

როგორც გაზეთი Corriere dello Sport წერს, იკარდისა და ვანდას მიერ დაფუძნებული კომპანია Work Marketing Football Srl ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და სტრუქტურულ კორუფციაში.

სარჩელი პროკურატურაში კომპანია Fundacion por la Paz y el Cambio Climatico de Argentina-ის მფლობელმა ფერნანდო მიგესმა შეიტანა. ბუენოს აირესის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ფეხბურთელი და მისი ცოლი შავ ბაზარს იყენებდნენ იმისთვის, რომ გადასახადებისგან აერიდებინათ თავი. როგორც ირკვევა, ფულის გათეთრებით დაკავებული იყო ვანდა ნარას სხვა ბრენდები – WANDA და Wanda Nara Cosmetics.

ამ მომენტისთვის ვარსკვლავურ წყვილს ახალ ამბავთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.