მაურისიო პოჩეტინო თვეში 525 000 ევროს გამოიმუშავებს
მაურისიო პოჩეტინო თვეში 525 000 ევროს გამოიმუშავებს

ფრანგული გამოცემები აქვეყნებენ „პარი სენ ჟერმენის“ ახალი მწვრთნელის ხელფასის დეტალებს. არგენტინელი სპეციალისტი, მაურიციო პოჩეტინო, რომელიც 11 დღის წინ მივიდა კლუბში და თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, თვეში 525 000 ევროს იღებს (6.3 მილიონი წელიწადში) გადასახადების გარეშე. ფრანგული გადასახადების ჩათვლით ეს თანხა თვეში 940 000 ევროს შეადგენს.

კონტრაქტის მიხედვით პოჩეტინოს ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება. შემდეგ სეზონში არგენტინელი 7.5 მილიონს მიიღებს. 2022-23 წლების სეზონში კი „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის ხელფასი წელიწადში 8.04 მილიონ ევრომდე გაიზრდება.