მაურისიო პოჩეტინო - „რეალში“ მუშაობა ყველა მწვრთნელის ოცნებაა, მაგრამ მოვალეობას ვერ ვუღალატებდი
მაურისიო პოჩეტინო - „რეალში“ მუშაობა ყველა მწვრთნელის ოცნებაა, მაგრამ მოვალეობას ვერ ვუღალატებდი

ესპანურმა გამოცემა „ელ პაისმა“ (El Pais) გამოაქვეყნა „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ინტერვიუ, სადაც იგი „რეალის“ მხრიდან მის მიმართ არსებულ ინტერესს ეხმიანება. 47 წლის არგენტინელის თქმით, მან „სამეფო კლუბს“ უარი გასულ ზაფხულს უთხრა.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, თუ რა ძნელია უარი უთხრა ისეთ კლუბს, როგორიც მადრიდის „რეალია“? ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. მადრიდის „რეალი“ სათავეში ყოფნა პრაქტიკულად ყველა სპეციალისტის ოცნებაა. მიუხედავად ამისა, მათთვის მომიწია მეთქვა, რომ ესპანეთის დედაქალაქში მოღვაწეობას ვერ განვაგრძობდი.

ზაფხულში „ტოტენჰემთან“ ახალ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. გავაცნობიერე, რომ ვერაფერს ვიზამდი – პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ სურდა, კონტრაქტის გაწყვეტა კი დამოუკიდებლად არ შემეძლო. მერწმუნეთ და შეეცადეთ გაიგოთ: როდესაც კლუბის პრეზიდენტს შენი რწმენა აქვს, მაშინ მე, როგორც მთავარ მწვრთნელს, არაფრის შიში აღარ მაქვს. როგორ შეიძლება დაიქირავო სპეციალისტი, რომელიც თავის პასუხისმგებლობასა და მოვალეობას ღალატობს? ჩემთვის ღირსება უმთავრესია და წამოსვლა არ შემეძლო“, – განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი