მაურისიო პოჩეტინო აშშ-ის ნაკრებში დარჩება #1TVSPORT

19:33, 31.07.2026

ამერიკული პრესის ინფორმაციით, მაურიციო პოჩეტინო ახლოს არის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან აშშ-ის ნაკრების მთავარი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაში იქნება მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ბოლომდე.

54 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა აშშ-ის ნაკრები 2024 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდი საშინაო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადა, სადაც მასპინძლებმა მერვედფინალამდე მიაღწიეს და იქ ბელგიასთან 1:4 წააგეს.

სულ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით აშშ-ის ნაკრებმა 33 მატჩი ჩაატარა, 18 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 12-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი