არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო უახლოეს მომავალში შეიძლება „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს, – ამის შესახებ წერს გამოცემა TBR Football.
წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი ანგელოს პესტეკოგლუ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ტოტენჰემი“ ევროპის ლიგას მოიგებს. მაგრამ აღნიშნავენ, რომ „ტოტენჰემის“ გენერალურ დირექტორს დანიელ ლევის ჯერ უთქვამს პესტეკოგლუსთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014-19 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მწვრთნელობისას გუნდმა 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია. ამჟამად, არგენტინელი სპეციალისტი აშშ-ის ნაკრებს ავარჯიშებს. მან ეს გუნდი 2024 წლის სექტემბერში ჩაიბარა.