მოურინიო გერმანულს სწავლობს
მოურინიო გერმანულს სწავლობს

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ამჟამად გერმანულ ენას სწავლობს. თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებით, ეს ფაქტი მის მომავალ სამსახურთან კავშირში არ არის.

„მე ვსწავლობ გერმანულ ენას“, – ციტირებს ჯოზეს „თი გოული“ (т Goal), – „ბუნდესლიგა? მე გერმანულის ცოდნა იმიტომ მსურს, რომ ვსაუბრობ ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად. არცერთ ვარინტს არ გამოვრიცხავ, მათ შორის არც გერმანიას“.

მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელობა გახლდათ, საიდანაც იგი 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს.