მაურიციო სარის გაძევების საკითხს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს
მაურიციო სარის გაძევების საკითხს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჩელსის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის მიუღებელი ყოფაქცევისთვის ბრალი წაუყენა.

იტალიელი სპეციალისტი ბოლო ტურის მატჩში იქნა გაძევებული მთავარი მსაჯის მიერ, მას შემდეგ, რაც ჩელსისა და ბარნლის სათადარიგოთა სკამებზე მსხდომთა შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, მაურიციო სარი იმან გამოიყვანა წყობიდან, რომ მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამიდან რამდენჯერმე შეახსენეს მისი ეროვნება არც თუ სასიამოვნო ფორმით. საინტერესოა, რომ ამ გამონათქვამების ზუსტი შინაარსი მთავარ მსაჯს გადასცეს და, როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილების მიღებისას ფეხბურთის ასოციაცია ამას მხედველობაში მიიღებს.

ჩელსის დამრიგებელს პარასკევის 18:00 საათამდე აქვს ვადა, რათა ბრალდებას უპასუხოს.