მაურიციო სარიმ „მარსელის“ მწვრთნელობაზე უარი განაცხადა
მაურიციო სარიმ „მარსელის“ მწვრთნელობაზე უარი განაცხადა

იტალიელმა სპეციალისტმა, „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ „მარსელის“ ხელმძღვანელობას თანამშრომლობაზე უარი განუცხადა, – წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე სპორტის ცნობილი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ „მარსელმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და ახლა ფრანგული კლუბი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს.

გამოცდილი მწვრთნელი ბოლოს ტურინულ გრანდს ედგა სათავეში. მაურიციო სარის მრავაწლიან კარიერაში არაერთი კლუბი იყო, მათ შორის „ჩელსი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“.