მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუს მინდორზე პოზიცია განუსაზღვრა
მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუს მინდორზე პოზიცია განუსაზღვრა

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ჩამოყალიბდა პოზიციაზე, რომელზეც 2019-20 წლების სეზონში პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ითამაშებს. იტალიელი სპეციალისტი „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელს ცენტრალური ფორვარდის ადგილზე ხედავს, – იტყობინება გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“

სარის პირადი საუბარი ჰქონდა პორტუგალიელთან, რომლის დროსაც რონალდუმ განაცხადა, რომ შეუძლია სეზონში მინიმუმ 40 გოლის გატანა. გასულ სეზონში კრიშტიანუმ 40 მატჩში 28 გოლი დააგროვა ყველა ტურნირზე.

უახლოეს დღეებში სარი გეგმავს რამდენიმე პირად შეხვედრას ტურინული კლუბის ლიდერებთან. მწვრთნელს სურს განიხილოს ფეხბურთელებთან კურსი, რომლითაც ივლის „იუვენტუსი“ 2019-20 წლების სეზონში.