მაურიციო სარი – „მორატა და ჟირუ რიგ-რიგობით ითამაშებენ“

12:16, 17.09.2018
LONDON, ENGLAND - FEBRUARY 16:  Alvaro Morata of Chelsea replaces team mate Olivier Giroud during The Emirates FA Cup Fifth Round match between Chelsea and Hull City at Stamford Bridge on February 16, 2018 in London, England.  (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

LONDON, ENGLAND - FEBRUARY 16: Alvaro Morata of Chelsea replaces team mate Olivier Giroud during The Emirates FA Cup Fifth Round match between Chelsea and Hull City at Stamford Bridge on February 16, 2018 in London, England. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი აცხადებს, რომ ოლივიე ჟირუსა და ალვარო მორატას რიგ-რიგობით გამოიყენებს, რათა გუნდი ყველა ტურნირში კონკურენტუნარიანი იყოს.

პრემიერ-ლიგის ბოლო ტურში, კარდიფის წინააღმდეგ, მორატა სასტარტოს მიღმა დარჩა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მის ნაცვლად მოედანზე გასულმა ჟირუმ თავისი ერთ-ერთი საუკეთეოს მატჩი ჩაატარა: ჩელსიმ 4-1 გაიმარჯვა, ფრანგმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა და მთელი მატჩის განმავლობაში გუნდის შეტევების სულისჩამდგმელი იყო.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ „ევროპა ლიგის“ პირველ მატჩში, რომელსაც გუნდი ბერძნული „პაოკის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, სასტარტოში ალვარო მორატა იქნება და მომავალში ამ ორ თავდამსხმელს რიგ-რიგობით გამოიყენებს, იმის მიხედვით, თუ როგორი მოწინააღმდეგე ეყოლება.

„ბოლო ორი კვირაა, რაც „კარდიფისა“ და „პაოკის“ მატჩებს ვუყურებ და გადავწყვიტე, რომ ჟირუ პირველი მატჩისთვის უფრო მისაღები კანდიდატურა იქნებოდა, მორატა კი „პაოკის“ წინააღმდეგ გამომადგებოდა. ძირითადი თავდამსხმელი ვინ იქნება, ახლა არ ვიცი. ვფიქრობ, ორივე, რადგან 60 მატჩი გვაქვს გასამართი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ყველაფერი მატჩის ხასიათზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს სარი.

მსგავსი