მაურიციო სარი მომავალი სეზონიდან „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

17:01, 23.05.2026

ბერგამოს „ატალანტას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, მაურიციო სარი გახდება.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. იტალიელი სპეციალისტი კლუბთან ხელშეკრულებას 2029 წლამდე გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 3.5 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნულ პოსტზე იგი რაფაელე პალადინოს ჩაანაცვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ სარის „ლაციოსთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მას რომაული კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. გავრცელებული ცნობით, მისით „ნაპოლიც“ ინტერესდებოდა, თუმცა ბერგამოელებმა უფრო ოპერატიულად იმოქმედეს. მწვრთნელის კანდიდატურას განსაკუთრებით უჭერს მხარს „ატალანტას“ ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი.

მაურიციო სარიმ სახელი „ნაპოლიში“ წარმატებული მოღვაწეობით გაითქვა, რის შემდეგაც „ჩელსის“, „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ ედგა სათავეში. რაც შეეხება „ატალანტას“, გუნდი მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

მსგავსი