მაურიციო სარი „მილანის“ დამარცხებაზე - რაც „ლაციოს“ მწვრთნელი ვარ, ეს გუნდის საუკეთესო მატჩი იყო #1TVSPORT
მაურიციო სარი „მილანის“ დამარცხებაზე - რაც „ლაციოს“ მწვრთნელი ვარ, ეს გუნდის საუკეთესო მატჩი იყო #1TVSPORT

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩზე, რომელშიც მისმა გუნდმა „მილანი“ 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „მილანი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ნაპოლის“ უახლოესი მდევარია და კვარაცხელიას გუნდმა მილანელებთან სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა.

„რაც „ლაციოს“ მწვრთნელი ვარ, ეს ალბათ ჩვენი გუნდის საუკეთესო მატჩი იყო. ფეხბურთელები თავგანწირვით ათამაშდნენ, რაც სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სიურპრიზია. გასულ სეზონში „მილანთან“ პრობლემები გვქონდა და ყოველთვის ვაგებდით, ამ მატჩმა კი აჩვენა, რომ გუნდი გაიზარდა“, – განაცხადა მაურიციო სარიმ.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე „მილანია“ (38 ქულა), მესამე პოზიციას კი სწორედ „ლაციო“ იკავებს, რომელმაც 37 ქულა დააგროვა.