მაურიციო სარი „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა #1TVSPORT
მაურიციო სარი „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა #1TVSPORT

მაურიციო სარი ისევ „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 66 წლის სპეციალისტი რომაულ გუნდს 2021-2024 წლებში წვრთნიდა და თანამდებობაზე ოფიციალურად დაბრუნდა.

კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმებულია და სარი „ლაციოს“ მომდევნო სეზონიდან უხელმძღვანელებს.

იტალიელმა სპეციალისტმა „ლაციოში“ პირველი ვადა წარმატებულად დაიწყო და 2022/23 წლების სეზონში სერია A-ში გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა. თუმცა შედეგების გაუარესების გამო მან 2023/24 წლის სეზონის ბოლოს თანამდებობა დატოვა.