მაურიციო სარი - „ლაციო“ „გალათასარაისთან“ წაგებული მატჩით არ უნდა შევაფასოთ #1TVSPORT
მაურიციო სარი - „ლაციო“ „გალათასარაისთან“ წაგებული მატჩით არ უნდა შევაფასოთ #1TVSPORT

ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში „ლაციო“ „გალათასარაის“ ესტუმრა და შეხვედრა მინიმალური აგნარიშით დათმო – 1:0.

რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ „ლაციოს“ შეფასება მხოლოდ „გალათასარაისთან“ განცდილი მარცხით არ შეიძლება.

„თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს Football italia. – ჩვენ ევროპის ლიგას სრული სერიოზულობით ვეკიდებით, უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენს რესურსებს ბოლომდე ვერ ვიყენებთ.

არ უნდა შევაფასოთ გუნდის რეალური პოტენციალი მხოლოდ მიმდინარე შედეგით. მთავარია, რომ მე პროგრესს წაგებულ შეხვედრებშიც კი ვხედავ, იქნება ეს „მილანთან“ თუ „გალათასარაისთან“ ჩატარებული მატჩი“.