მაურიციო სარი - „იუვენტუსი“ ყველაფერს გადაიხდის და ძლიერ გუნდად დაბრუნდება #1TVSPORT
მაურიციო სარი - „იუვენტუსი“ ყველაფერს გადაიხდის და ძლიერ გუნდად დაბრუნდება #1TVSPORT

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კლუბი უკვე დასაჯეს 15 ქულის ჩამოკლებით და ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ტურინიელებს კიდევ 20 ქულის დაკარგვა ემუქრებათ.

„ასეთი რამ დიდი კლუბების ისტორიაში ხდება, ზოგჯერ დგება მსგავსი პერიოდი. ეს სხვა დიდ კლუბებსაც გამოუცდიათ. „იუვენტუსი“ ყველაფერს გადაიხდის და ძლიერ გუნდად დაბრუნდება“, – მიაჩნია მაურიციო სარის.

თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და ტურინულ კლუბს 20 ქულასაც დააკლებენ, „იუვენტუსი“ სერია A-ს გასავარდნ ზონაში მოხვდება.