მაურიციო სარი - „იუვენტუსი“ ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
მაურიციო სარი - „იუვენტუსი“ ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

მაურიციო სარი აცხადებს, რომ „ჩელსიში“ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავდა, თუმცა „იუვენტუსში“ კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელობა მისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. სარი „ბებერი ქალბატონის“ მთავარ მწვრთნელად უკვე ოფიციალურად წარადგინეს და, როგორც ცნობილი გახდა, მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

„ამჟამად „იუვენტუსი“ საუკეთესო იტალიური კლუბია და სწორედ მათ მომცეს შანსი, იტალიაში დავბრუნებულიყავი. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ხანგრძლივი კარიერის გვირგვინია. ბედნიერი ვარ სამშობლოში დაბრუნებით და ვთვლი, რომ „ჩელსის“ შემდეგ ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. „ჩელსიში“ რამდენიმე არაჩვეულებრივი ფეხბურთელი მყავდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელობა სულ სხვა გამოცდილება იქნება. მე მინდა მას ახალი რეკორდების დამყარებაში დავეხმარო“, – აცხადებს სარი.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ მაურიციო სარისთვის პირველი არაიტალიური კლუბი იყო. „არისტოკრატებთან“ იტალიელმა 2018-2019 წლებში იმუშავა და თავისი კარიერის ერთადერთი ტიტული  – ევროპა ლიგის თასი მოიგო.

„იუვენტუსი“ მისთვის რიგით მეოცე კლუბი იქნება.