მაურიციო სარი გუნდში ფსიქოლოგის მუშაობის მომხრეა
მაურიციო სარი გუნდში ფსიქოლოგის მუშაობის მომხრეა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელებისთვის სპორტული ფსიქოლოგის დაქირავების შესაძლებლობა არ გამორიცხა. ლონდონურმა კლუბმა გასულ უქმეებზე „ლესტერთან“ საკუთარ მოედანზე წააგო (0-1) და ეს ამ გუნდის მესამე მარცხია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში ჯეიმი ვარდიმ გაიტანა და მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მაურიციო სარიმ თავისი ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა. იტალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდის წარუმატებლობა ფსიქოლოგიური ფაქტორების ბრალი უფრო არის, ვიდრე ტაქტიკური ან ფიზიკური.

შეკითხვაზე, მუშაობდა თუ არა გუნდში ფსიქოლოგი, სარიმ უპასუხა:

„ამჟამად – არა, რადგან ეს ასე მარტივი არ არის. მე მყავდა ფსიქოლოგი 15 წლის წინ, როდესაც იტალიაში ვმუშაობდი, მაგრამ იქ სხვა სიტუაცია იყო. თუმცა, აქაც იგივე სიტუაციაა ახლა. შესაძლოა დავილაპარაკოთ კიდეც ამის შესახებ, რატომაც არა?“

„ჩელსი“ ამჟამად მეოთხე ადგილზეა, მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს არსენალს და ლიდერ ლივეპულს 11 ქულით ჩამორჩება.