მაურიციო სარი – დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწევი
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გამოტყდა, რომ ძალიან ბევრ სიგარეტს ეწევა და რომ მისი ჩვევა ყველანაირს ზღვარს გასცდა.
„დღის განმავლობაში 60 ღერ სიგარეტს ვეწევი, რაც რასაკვირველია, ძალიან ბევრია“, – ციტირებს სარის გამოცემა „ლა ნუოვა რივიერა“ (La Nuova Riviera), – „თამაშების დროს მოწევის დიდი მოთხოვნილება არ მაქვს, მაგრამ დასრულებისთანავე ძლიერი სურვილი მიჩნდება. მე მქონდა ზურგის პრობლემები, მაგრამ ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ“.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი „იუვენტუსის“ დამრიგებლად წელს დაინიშნა, მანამდე კი ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდა და გუნდს ევროპის ლიგა მოაგებინა.