ინგლისური საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „არსენალთან“ გასამართ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ „არსენალთან“ ძირითადად გახსნილ ფეხბურთს ვთამაშობთ. მოწინააღმდეგეს ორი ძალიან საშიში თავდამსხმელი – ლაკაზეტი და ობემიანგი ჰყავთ. ისინი შეტევაში კარგად გამოიყურებიან. ეს კლუბი აგრესიულად თამაშობს და მათ კარგად იციან მოწინააღმდეგე გუნდის წნეხის ქვეშ მოქცევა. „არსენალის“ წინააღმდეგ თამაში რთულია. ამ ფინალის თამაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გამო არ გვსურდა. იქ პრემიერლიგიდან გვინდოდა მოხვედრა. „ჩელსის“ ტიტულის მოგება უნდა და ეს ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიმაჩნია,რომ კლუბმა მიმდინარე სეზონზე ტიტული დაიმსახურა“, – ციტირებს სარის „უეფას“ (UEFA) ოფიციალური გვერდი.
ევროპა ლიგის ფინალური მატჩი „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის 29 მაისს, ბაქოში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.