მაურიციო პოჩეტინოს სამი ვარიანტი აქვს
„ტოტენჰემიდან“ გაშვების შემდეგ, მაურიციო პოჩეტინოს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი გამოუჩნდა. ერთ-ერთია „ბარსელონას“ გაწვრთნა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს არგენტინელ სპეციალისტს, როგორც ერთ-ერთ კანდიდატს ერნესტო ვალვერდეს შეცვლაზე. ოღონდ, ეს ამ სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.
პოჩეტინოს სამსახურით ასევე დაინტერესებულები არიან – „რეალი“ და „ბარსელონა“.
47 წლის მწვრთნელი „ტოტენჰემს” 2014 წლიდან ავარიჯიშებდა და პოსტი სამშაბათს დაატოვებინეს.