მაურიციო პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლა ითხოვა #1TVSPORT
მაურიციო პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლა ითხოვა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ კლუბის ხელმძღვანელობას თხოვა ზაფხულში გუნდიდან წასვლის შესახებ, – დაწერა ბრიტანულმა გამოცემა „დეილი მეილმა“.

ბოლო დროს, პრესა არგენტინელ სპეციალისტს „რეალსა“ და „ტოტენჰემს“უკავშირებს. ჭორების მიხედვით, პოჩეტინომ უკვე წარმართა მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბში დაბრუნების შესახებ.

2020-21 წლების სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით მეორე ადგილი დაიკავა საფრანგეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალიდან გამოვარდა „მანჩესტერ სიტისგან“. მწვრთნელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.