მაურიციო პოჩეტინო - მესი ერთ დონეზეა მარადონასთან #1TVSPORT
მაურიციო პოჩეტინო - მესი ერთ დონეზეა მარადონასთან #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ პარიზულ კლუბში ლიონელ მესის სადებიუტო სეზონი შეაჯამა.

„ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ფეხბურთელზე. მესი ერთ დონეზეა დიეგო მარადონასთან.

ცხადია, რომ გადასვლამ „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება გამოიწვია. აქ საჭირო იყო ადაპტაციის პერიოდი. გარკვეულმა გარემოებებმა საშუალება არ მისცეს მას ისევე კომფორტულად ეგრძნო თავი, როგორც „ბარსელონაში, რომელშიც 20 წელი გაატარა და გუნდის ლიდერი იყო.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ მესის ამგვარად შეფასება არასამართლიანია. ეჭვი არ მეპარება მის თვისებებში. მესის მომდევნო სეზონი სრულიად განსხვავებული იქნება.

ეს იყო სწავლების ერთი წელი. და არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით. ეს იყო პარიზში გადასვლა, ახალი ლიგა ახალი თანაგუნდელებით. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ეს სერიოზული ცვლილებებია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოთამაშეზე“, – განაცხადა პოჩეტინომ გამოცემა RMC Sport-თან კომენტარში.

„პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში თავის პირველ სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.