მატუიდის აზრით, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
მატუიდის აზრით, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

„იუვენტუსის“ ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, რომელსაც „ბებერო ქალბატონი“ „ატლეტიკოსთან“ გამართავს, რთულ დაპირისპირებას ელოდება.

„ჩვენ ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა. შევეცდებით ჩვენთვის სასურველი შედეგი ვაჩვენოთ. „იუვენტუსი“ დიდი მიღწევებისთვის მზადაა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ თამაში ყოველთვის რთულია. ევროპაში რამდენიმე კლუბია ვისაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია და ჩვენც მათ შორის ვართ“, – ციტირებს „ლე ფიგარო“ (Le Figaro) მატუიდის.