მატუიდი სარის გეგმებში არ შედის
მატუიდი სარის გეგმებში არ შედის

„იუვენტუსის“ ნახევარცველმა ბლეზ მატუიდიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს. როგორც „ლა გაზეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport) იტყობინება, 32 წლის ფრანგი კლუბის მთავარი მწვრთნელის მაურიციო საერის გეგმებში არ შედის.

წყაროს ცნობით, ის შეიძლება გუნდის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდეს. მიუხედავად ამისა, თვითონ მატუიდის, რომელსაც კონტრაქტი კლუბთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული, „იუვენტუსის“ დატოვება არ სურს. ცოტა ხნის წინ მან „მონაკოში“ გადასვლაზე უარი განაცხადა.

დატოვე კომენტარი